ინგლისური ენის კლუბის - English Club დებულება, სამუშაო გეგმა 2026-27 სასწ. წელი

 ინგლისური ენის წიგნიერების კლუბი - English Club



დებულება

სსიპ ქ. ქუთაისის #33 სკოლის მასწავლებელი ირმა ოყროშიძე V-VI კლასის ბაზაზე აფუძნებს ინგლისური ენის  კლუბს English Club.  კლუბის მიზანია გაუღვივოს  მოსწავლეებს ინგლისური ენის მიმართ ინტერესი, გაუღრმავოს მათ ცოდნა  და დაეხმაროს კითხვის და სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებაში. კლუბური მუშაობა ხელს შეუწყობს  მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციის გაღრმავებას. შეხვედრები იქნება მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული.

კლუბის მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები

მოსწავლემ გამოცდილებას დაუკავშიროს შეძენილი ენობრივი ცოდნა და უნარები. გარდა ამისა, მოსწავლე შეიძენს კომპლექსურ უნარებს, მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად განახორციელებენ პროექტებს ასაკისათვის შესაფერის თემატიკაზე.

მოსწავლე  შეძლებს ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენებას,  თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვას და განხორციელებას, სამეტყველო ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების შერჩევას და გამოყენებას, ნასწავლი სოციოკულტურული კონტექსტების ერთმანეთთან შედარებას, პარალელების გავლებას უცხო და მშობლიური კულტურის ფენომენებს შორის.

ზოგადი დებულება

კლუბი დაფუძნდება Vკლასის ბაზაზე, მასში გაერთიანდებიან საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მოსწავლეები, კლუბის მუშაობა დაიწყება 2022 წლის სექტემბრიდან, მისი მუშაობა წარიმართება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით.

კლუბს აქვს წესდება და გვერდი სოციალურ ქსელში.

კლუბის წესდება

·         კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი.

·         კლუბში გაწევრიანების უფლება აქვთ სკოლის V-VI კლასის ინგლისური ენით დაინტერესებულ მოსწავლეებს.

·         კლუბის ყველა წევრის შეკრებებზე დასწრება სავალდებულოა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).

·         კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში.

·         კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება.

·         კლუბის წევრს წევრობის უფლება ჩამოერთმევა, თუ ის არ დაიცავს კლუბის წესდებას, არ შეასრულებს ან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებებს, არ მიიღებს მონაწილეობას კლუბში განხორციელებულ აქტივობებში.

კლუბის მიზნები და ამოცანები

·         ინგლისური ენის გაღრმავება და ენის შესწავლისთვის აუცილებელი უნარების  წარმოჩენა, განვითარება. ( ფოკუსირება წიგნიერებაზე და სალაპარაკო უნარ-ჩვევაზე)

·         კოგნიტური  უნარების გავარჯიშება- ცოდნის მოპოვების, ინფორმაციის მანიპულაციისა და მსჯელობის.

·         მოსწავლეებში სოციალური უნარის -  თანამშრომლობის, გუნდურობის, ტოლერანტობის  გაღრმავება.

·         მოსწავლეთათვის სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების თვალსაჩინოდ წარმოჩენა.

·         სოციოკულტურულ თავისებურებათა  გაგება და გაზიარების მეშვეობით ცოდნა-გამოცდილების გამდიდრება.

კლუბში გაწევრიანება

·         კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია.

·         სამიზნე ჯგუფი - VI კლასი.

·         მოსწავლეთა რაოდენობა - არაუმეტეს 15 მოსწავლისა.

·         კლუბის წევრობის მსურველმა უნდა შეავსოს გასაწევრიანებელი ანკეტა.

·         კლუბის წევრობაზე თანხმობა გაიცემა კლუბის კურატორი პედაგოგის, საგნის პადაგოგის და მშობლის მიერ.

·         კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.

·         კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის ყველა საქმიანობაში.

·         კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე და როდესაც ის დაარღვევს წესდების პუნქტებს.

კლუბის მუშაობის სტრუქტურა

·         კლუბი შედგება არაუმეტეს 15 მოსწავლისაგან.

·         საკლუბო მუშაობას უძღვება კურატორი მასწავლებელი.

·         კურატორი მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლუბს 2  სემესტრის განმავლობაში.

·         კლუბის შეხვედრები ჩატარდება თვეში ორჯერ კლუბის მონაწილე წევრების და კურატორი მასწავლებლის მიერ დათქმულ რიცხვში.

·         კლუბის მუშაობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია თვეში ორჯერ  1 აკადემიური საათით.

კლუბის მუშაობის სწავლების მეთოდიკა

·         ინდივიდუალური

·         ჯგუფური

კურატორ-მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა

საკლუბო მუშაობის დაწყებამდე სკოლის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:

 

·         კლუბის სახელწოდება

·         კლუბის წესდება

·         კლუბის სამუშაო გეგმა

·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.

·         საკლუბო მუშაობის პერიოდი

·         კლუბის მუშაობა განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში

·         სამიზნე ჯგუფი - VI  კლასი.

·         მოსწავლეთა რაოდენობა - მაქსიმუმ 15 მოსწავლე.

მოსწავლი ფუნქცია/მოვალეობა

·         კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს და შეავსოს კლუბში გასაწევრიანებელი ანკეტა.

·         კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფლება ფლობდეს ინფორმაციას კლუბის საქმიანობის შესახებ.

·         კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია აქტიურად ჩაერთოს კლუბის საქმიანობაში.

·         კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი განცხადების საფუძველზე ან როდესაც ის დაარღვევს კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე პუნქტს.


Objectives of the Reading Club

The objectives of the Reading Club are to:

  1. Develop students’ reading skills and reading comprehension.

  2. Encourage students to read regularly and develop a love of reading.

  3. Enrich students’ vocabulary and improve their language skills.

  4. Develop critical thinking, creativity, and analytical skills through reading and discussion.

  5. Improve students’ speaking and communication skills by sharing opinions about books and stories.

  6. Promote independent learning and the ability to express personal ideas and interpretations.

  7. Introduce students to different genres, authors, cultures, and literary traditions.

  8. Foster cooperation, respect for others’ opinions, and collaborative learning.

  9. Encourage students to reflect on the moral values and life lessons presented in literary works.

  10. Build students’ confidence in expressing their thoughts and participating in group discussions.

Expected Learning Outcomes

By participating in the Reading Club, students will be able to understand and interpret literary texts, discuss characters and events, express and justify their opinions, use new vocabulary, and demonstrate greater interest in reading.


ინგლისური ენის  კლუბი  „ English Club”   კლუბის სამუშაო გეგმა

#

თარიღი

ღონისძიებები/აქტივობები

1

 21.09

კლუბის წევრების შეხვედრა, გაცნობა, სამომავლო გეგმების განსაზღვრა.


2

 24.09

The European Day of Languages


3

  8.10

The Canterbury Tales: Three Young Men, Death and a Bag of Gold 

 

4

  14.11

Halloween vocabulary, Halloween Tales & Traditions


5

 28 .11

Thanksgiving Day  -History, traditions.

Essay competition – I am thankful for …..

6

  12.12

Christmas/New Year Vocabulary, Traditions all around the world

7

  26.12

Christmas and New Year--ამერიკელი მწერლის ო’ჰენრის მოთხრობის

The Gift of the Magi  - წაკითხვა, განხილვა

 

დანართი N1- კლუბში გაწევრიანების ანკეტა

 

CLUB MEMBERSHIP APPLICATION 2022-2023

Kutaisi Public School #33

NAME  ___________________________________________________

CLASS ___________________________________________________

ADRESS With Tel.  __________________________________________

NAME OF CLASS  TEACHER ________________________________

SIGNATURE _______________________________________________

DATE _____________________________________________________

Comments

Popular posts from this blog

Famous people from history - Johannes Gutenberg

Happy Easter