Posts

Showing posts from September, 2022

ინგლისური ენის კლუბის - English Club დებულება, სამუშაო გეგმა

Image
  ინგლისური ენის წიგნიერების კლუბი - English Club დებულება სსიპ ქ. ქუთაისის #33 სკოლის მასწავლებელი ირმა ოყროშიძე V - VI კლასის ბაზაზე აფუძნებს ინგლისური ენის   კლუბს English Club.   კლუბის მიზანია გაუღვივოს   მოსწავლეებს ინგლისური ენის მიმართ ინტერესი, გაუღრმავოს მათ ცოდნა   და დაეხმაროს კითხვის და სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებაში. კლუბური მუშაობა ხელს შეუწყობს   მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციის გაღრმავებას. შეხვედრები იქნება მრავალფეროვანი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული. კლუბის მუშაობის წესები, მიზნები და ამოცანები მოსწავლემ გამოცდილებას დაუკავშიროს შეძენილი ენობრივი ცოდნა და უნარები. გარდა ამისა, მოსწავლე შეიძენს კომპლექსურ უნარებს, მოსწავლეები ინდივიდუალურად ან ჯგუფურად განახორციელებენ პროექტებს ასაკისათვის შესაფერის თემატიკაზე. მოსწავლე   შეძლებს ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენებას,   თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად   სხვადასხვა ტიპის პროექტის დაგეგმვას და განხორციელებას, სამეტყველო ამოცანების შესაბამისი სტრატეგიების შერჩევას და გამოყენებას